საწყისი
59 ₾
- 8 თავი: AI ყოველდღიურ საქმეში
- ბაზრის კვლევა AI-ით, სანამ რამეს დაიწყებ
- PDF, MD ფაილები და ლექსიკონი





ნულიდან ასამდე, ამ რიგით: 203 თემაა და სია კიდევ იზრდება. HOT: ყველაზე მნიშვნელოვანი თემები, აქედან დაიწყე.
როგორ ელაპარაკო AI-ს
Claude, მოდელები და მეხსიერება
Claude Code, საიტი და ბაზა
ტესტი, უსაფრთხოება, App Store
AI მუშაობს შენ მაგივრად
სახელიდან პირველ მყიდველამდე
დღეს სრულყოფილი პროდუქტის შესაქმნელად ყველაფრის ბოლომდე ცოდნა აღარ არის საჭირო. არც დიდი გუნდია საჭირო.
AI-ის წყალობით აპისა და საიტის აწყობა უკვე მარტივია. უბრალოდ სწორი გზა უნდა იცოდე: როგორ მიუდგე პრობლემას, როგორ დანერგო ავტომატიზაცია, რით განსხვავდება ერთმანეთისგან სხვადასხვა AI და რომელი რისთვის გამოდგება.
AI-ით გაკეთებული არ ნიშნავს მარტივსა და იაფს. ინტერნეტი უკვე სავსეა AI slop-ით: ერთნაირი „პრიალა“ დიზაინით, უსულო ტექსტითა და რობოტული ხმით, რომლებიც ერთი პრომპტით, რეფერენსების გარეშე კეთდება. აქ ისწავლი, როგორ აარიდო თავი შაბლონს: როგორ მისცე AI-ს რეფერენსები, რით დაგიმახსოვრებს ხალხი (მასკოტით, ქართული ხასიათით) და როგორ ალაპარაკო AI ნამდვილ ქართულზე.
პროდუქტის შექმნა დღეს პრობლემა აღარ არის. მთავარი გემოვნებაა: სად გამოიყენო AI, როგორ გაარეკლამო და რა სჭირდება აპს, რომ სრულყოფილი იყოს. საქართველო ახლა შედის აპების ეპოქაში, და ბევრი აპი თუ სერვისი შეგვიძლია გადმოვიტანოთ, ქართულ ენასა და საქართველოზე მორგებით.
აქ დაგხვდება მზა პრომპტები და ბრძანებები, ყველა საჭირო აპისა და მისი ფუნქციების ახსნა, ასევე ის, როგორ გამოიყენო AI ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ამას ემატება დამწყების სტარტ-პაკეტი, ხაფანგები, რომლებიც მხოლოდ ტელეფონზე ჩანს, ჩეკლისტი App Store-ში გაშვებამდე, ავტომატიზაცია n8n-ითა და Make-ით, ასევე ბრენდის საფუძველი: სახელი, ლოგო და ფერები.
ყველაფრის ცოდნა საჭირო არ არის. საჭიროა, იცოდე სწორი გზა.
მე რატი ვარ. QA-ში 10 წელზე მეტი გამოცდილება მაქვს. ახლა აპებს AI-ით ვაწყობ, ბრენდებს ვქმნი და ამ ცოდნას ქართულად ვაზიარებ.
საცალო ქსელში ვმუშაობდი. კომპანიას CRM სჭირდებოდა, მაგრამ არსებულ საბუღალტრო პროგრამასთან მის დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ. საკითხი რომ მოვიკვლიე, აღმოჩნდა: სერვისებს სხვადასხვა კომპანიისგან ქირაობდნენ და თითოეულში ცალკე მომხმარებლით შედიოდნენ. ამიტომ ერთი დიდი ეკოსისტემა შევთავაზე, რომელშიც CRM, ხელფასების სისტემა (Payroll) და ბიზნესისთვის საჭირო ბევრი სხვა სერვისი ერთად იქნებოდა. თან ყოველთვის მიზიდავდა სოლო დეველოპმენტი: როცა მთლიანად შენზე მორგებულ აპებს ქმნი და არაფერში იზღუდები. ასე გავხდი AI ინჟინერი.
AI კურსი ქართულად, ცოდნის პაკეტებად: როგორ ააწყო AI-ით აპი, ბრენდი და ბიზნესი და როგორ გაყიდო, ჩემი რეალური ქეისებით. პროგრამირების სრული ცოდნა აღარ არის საჭირო. ნულიდან დაიწყებ და აპს App Store-ში გაუშვებ, გადახდების ჩათვლით. ონლაინ გადახდა მალე ჩაირთვება, მანამდე Instagram-ზე მომწერე.
59 ₾
279 ₾
349 ₾
შეფასებები მათგან, ვინც „სწორი გზა“ შეიძინა.